ზუგდიდის მერის დაკავება

დეპუტატი მამის დაკავებაზე: ამ ეტაპზე არ მაქვს იმის საფუძველი, რომ გამოძიებას არ ვენდო

საფუძველი ამ წუთას, რომ გამოძიებას ამ ეტაპზე არ ვენდო, არ მაქვს. ეს ცნობილი ფაქტი იყო მანამდეც, კითხვები ალბათ არსებობდა და ალბათ დაკავებასაც აქვს თავის საფუძველი... დანარჩენს ალბათ იტყვის გამოძიებაც, ჯერ სასამართლოა... ეს მისი უფლებაა, ახლა, ამ ბრალს აღიარებს თუ არ აღიარებს. დაველოდოთ გამოძიებას, დაველოდოთ სასამართლოსაც და საბოლოოდ, სასამართლო დაადგენს მის ბრალეულობასაც, არა ბრალეულობასაც და ასე შემდეგ

რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში, ქართული ოცნების დეპუტატი გოგა გულორდავა მამამისის, ზუგდიდის ყოფილი ვიცემერის გია გულორდავას დაკავებაზე. ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე გუშინ, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. მათ 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები