ზუგდიდის მერის დაკავება

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი დააკავეს, 17:00-ზე სუს-ში ბრიფინგია ჩანიშნული

ლაშა გოგია

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა დააკავეს. 17:00 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგია ჩანიშნული. 

ლაშა გოგია ზუგდიდის მერის თანამდებობიდან 12 სექტემბერს გადადგა.

გადადგომამდე ერთი დღით ადრე, 11 სექტემბერს ლაშა გოგია "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმეზე სუს-ში გამოკითხეს. 13 სექტემბერს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის ყოფილი მერის წინააღმდეგ, ქრთამის აღების მუხლით გამოძიება დაიწყო.

ლაშა გოგია ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში 2017 წლის ოქტომბერში მმართველი გუნდის კანდიდატი იყო. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა გამოძიების დაწყების შესახებ, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ "ხელშეუხებელი პირები არ არსებობენ და ვერც იარსებებენ, კანონის წინაშე ყველა თანასწორია".

კომენტარები