არჩევნები 2018

ვაშაძე: მოვსპობთ პოლიტიკურ პოლიციას - კუდს, სუსს, რაც არ უნდა დაარქვა, მაინც КГБ გამოდის

ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში მოვსპობთ პოლიტიკურ პოლიციას. ამ მახინჯ გადმონაშთს - კუდს, სუსს, მათ რაც არ უნდა დაარქვა, მაინც "კაგებე" გამოდის. მოვსპობთ, რადგან როგორც კი ხელისუფლება მიდის ცდუნებაზე, ქვეყანა მართოს პოლიტიკური პოლიციის მეშვეობით, იმ წუთასვე ჩნდება ამოუვსებელი ბზარი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, რომელიც სრულდება კრიზისით. საქართველოს არ ჭირდება პოლიტიკური პოლიცია. 

გენერალური პროკურორის თანამდებობა უნდა იყოს შერჩეული სამოქალაქო საზოგადოებიდან და ოპოზიციიდან და შეთავაზებული და დამტკიცებული პარლამენტის მიერ. ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელიც უნდა იყოს შერჩეული ოპოზიციიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან

"ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში ამომრჩეველს შეხვდა.

კომენტარები