არჩევნები 2018

ბოკერია ივანიშვილზე: დამარცხებულის გამოსვლა, რომელიც ახალ სიცრუეს პირდებოდა ამომრჩეველს

დამარცხებული ლიდერის და სამართლიანად დამარცხული ლიდერის გამოსვლა იყო, რომელიც ახალ სიცრუეს ჰპირდებოდა საკუთარ ამომრჩეველს და საზოგადოებას, ივიწყებდა რა, რამდენჯერ მოატყუა მან უკვე ჩვენი საზოგადოება ამ წლების განმავლობაში და ხელახლა სთავაზობდა სიძულვილს და ისევ ფოფხაძის მსგავსად სხვა ენაზე, ისევ პირდებოდა არეულობას და აშინებდა ძალადობით, აშინებდა რევანშით. აღარ გაუვა ეს ივანიშვილს, მისი არავის აღარ ჯერა და მთელი ეს გათვლა სიძულვილის და ეს გამოყენება არის ფუჭი. მე ვეთანხმები გიგის მოწოდებას მის მიმართ პერსონალურად და მთელი მმართველი გუნდის ლიდერების მიმართ და ყველას მიმართ ვინც გულწრფელად უჭერდა მხარს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილება პირველ ტურში იყო მკაფიო და ეს გადაწყვეტილება მშვიდობიანად საარჩევნო ფარგლებში უნდა გაფორმდეს მეორე ტურში, ამ შედეგს უნდა შეეგუონ მშვიდად და ერთდერთი რისი გაკეთებაც დღეს შეუძლიათ ხალხისთვის ,არის ხალხის ვერდიქტის მშვიდად მიღება, სხვა მიმართულებით მათ პოლიტიკური რესურსი არ აქვთ. ყველა იმ პრობლემატურ თემაზე, სარალიძის ტრაგედიით დაწყებული, დამთავრებული კორუფციით და ძალადობით ,არ აქვთ ნებაც კი, რომ ნაბიჯები გადადგან და დროც არ აქვთ რომ ნაბიჯები გადადგან. ერთდერთი მათ დარჩათ მშვიდად შეეგუონ პოლიტიკურ განაჩენზე, პოლიტიკურ საარჩევნო განაჩენს ვგულისხმობ, შემდეგ დააყოლა ხალხის ნების და ოპოზიციის კონსენსუსისა და საარჩევნო რეფორმა პროპორცულ სისტემაზე გადასვლა და შემდეგ ასევე მშვიდობიანად კონსტიტუციის ფარგლებში ხელისუფლების მთლიანად ჩანაცვლება და ვისაც მათგან დარჩება პოლიტიკური ნება და ენერგია,რომ ოპოზიციაში იყვნენ და მე ეჭვი მეპარება და ეს მათი უფლებაა, მათ შეუძლიათ გააგრძელონ შემდეგი ხელისუფლების ოპონირება. ეს არის და ეს, ის ფუჭი და ქვეყნისთვის დამატებითი ზიანის და საფრთხის მომტანი ინიციატივები და ინსტინქტები ,რაც ჩვენ მოვისმინეთ და ამას ყველამ ჩვენ მეორე ტურში უნდა გავცეთ პასუხი არჩევნებზე მისვლით და სალომე ზურაბიშვილის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხმის მიცემით.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ მიმართვას აფასებს.

კომენტარები