ოთარ ფარცხალაძის საქმე

თალაკვაძე ფარცხალაძეზე: კანონის უზენაესობა ხელისუფლებისთვის პრინციპულია

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამოძიების დაწყების ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ კანონის უზენაესობა ხელისუფლებისთვის პრინციპულია და კანონის უზენაესობის პრინციპი ყველამ უნდა დაიცვას. გარკვეული პერიოდია, რაც ამ საკითხზე მედია და ოპოზიცია ინტერესს გამოხატავს. ჟურნალისტები აშუქებდით, თითქოს საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც კითხვებს ვერავინ უსვამს. დღეს ისევ ჟურნალისტებმა მიაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ მოხდა ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენება და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ყველაფერ დანარჩენს საგამოძიებო სტუქტურა გასცემს პასუხს. საქართველოში ბიზნესს თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკა ალაგებს, ხოლო სამართალს განსჯის სასამართლო

ინტერპრესნიუსის ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენაზე. ლაშა თორდიაზე თავდასხმა 2017 წლის 12 მაისს, კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. შედეგად, აუდიტის სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლაშა თორდია ამბობდა, რომ მას ოთარ ფარცხალაძემ სცემა და ეს ფიზიკური ანგარიშწორება იყო, რაც მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდებოდა. ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ბრალი მხოლოდ ორი დღის წინ წარუდგინეს და მას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.

კომენტარები