7 ნოემბერი

კალაძე 7 ნოემბერზე: ვალდებულები ვართ, არასდროს დავუშვათ ქვეყნის შეყვანა ავტოკრატიულ რეჟიმში

დღეს 7 ნოემბერია, დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში შესულია, როგორც მოსახლეობის მრისხანე პროტესტის ნათელი მაგალითი ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ. შესულია ისტორიაში, როგორც ხელისუფლებისგან სამარცხვინო ანგარიშსწორების მაგალითიც.

ამ დღეს დაიწყო ფსევდოდემოკრატიის ფასადის რღვევა და რეჟიმის ნამდვილი სახის დემონსტრირება მთელი ევროპის წინაშე... ამ დღის თითოეული შემოქმედის დამსახურებაა, რომ რეჟიმის ჭეშმარიტი სახე დაინახეს უცხოეთშიც. 7 ნოემბერი გახდა რეჟიმის დასასრულის დასაწყისი და პირველ რიგში, ამ ადამიანების წინაშე ვართ ვალდებული ყველანი, ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომ არასოდეს დავუშვათ დემოკრატიის ფასადურობა, არასდროს დავუშვათ ქვეყნის შეყვანა ავტოკრატიულ თუ ნებისმიერი სხვა სახის რეჟიმში

თბილისის მერი კახა კალაძე 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლას დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.

კომენტარები