ირაკლი ოქრუაშვილი

ოქრუაშვილი: არ მინდა სამართლის ძებნაში ჩემი შვილები სოლოლაკში ივანიშვილთან რიგში იდგნენ

გუშინწინ ორჯერ ვნახეთ ჩვენ ამ ხელისუფლების პირველი პირი ივანიშვილი. ორივეჯერ საკმაოდ აგრესიული ტონით, საკმაოდ გაბრაზებული, დამოძღვრის რეჟიმში მყოფი, რომ თითქოს ჩვენ ჩვენ თავს უნდა დავაბრალოთ ყველაფერი, ჩვენი ბრალია რომ ვღარიბდებით, ჩვენი ბრალია, რომ ჩვენ თავს კარგი არაფერი ხდება. ადამიანი, რომელსაც კრიტიკული და საღი აზრის მოსმენის უნარი არ გააჩნია, ადამიანი, რომელსაც სახელმწიფოებრივი აზროვნების ნაცვლად, აშკარად კრიმინალური აზროვნების ნიშნები უფრო მეტი აქვს, ადამიანი, რომელიც სასამართლოს ფუნქციას ითავსებს, იბარებს თავისთან და საქმეებს თვითონ არჩევს, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, ვინ რამდენი უნდა გადაიხადოს. მე არ მინდა, რომ სამართლის ძებნაში ჩემი შვილები სადღაც სოლოლაკის აღმართზე ივანიშვილთან რიგში იდგნენ... მესამე გამოსვლის დროს ვნახეთ ადამიანი, რომელიც იყო აბლოლუტურად ნირწამხდარი, შეშინებული ერთი პატარა წაგების შედეგად და უცბად წარმოვიდგინე ერთი რამე: დილას ვიღვიძებ, ჯვარი გვწერია, მაგრამ ომია დაწყებული, რუსები შემოდიან სადღაც გორში ტანკებით დგანან და ეს ადამიანი არის ჩვენი წინამძღოლი. გუშინ არჩევნების წაგების შედეგად იყო აბსოლუტურად მიწასთან გასწორებული, ვიზუალურად ასეთი შთაბეჭდილება დატოვა, ამ ადამიანმა უნდა დაგვიძახოს წამოდით ბიჭებო ქვეყანა გადავარჩინოთო?

ტელეკომპანია პირველის ეთერში საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმას ბიძინა ივანიშვილისა და სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგ მისცემს.

კომენტარები