ხორავას ქუჩის საქმე

თამარ ჩუგოშვილი: არ არსებობს ნორმა, რომელიც კრძალავს კარვის გაშლას

არ არსებობს ნორმა რომელიც კრძალავს კარვის გაშლას თუ ეს არ ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებას ტრანსპორტისთვის ან ორგანიზაციის ფუნქციონირებას არ უქმნის რეალურ საფრთხეს. მერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ გაითვალისწინონ კანონის ეს მოთხოვნა.

წერს ქართული ოცნების დეპუტატი და პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი საკუთარ Facebook-ზე. რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე პოლიცია მონაწილეებს კარვების გაშლის საშუალებას არ აძლევდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები