არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: არჩევნების დანიშვნა სამუშაო დღეს მონაწილეობას გაურთულებს ჩვენს დიასპორას

როგორც ვიცი, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა დამოკიდებულია ცესკო-სა და კანონზე. მე გამოვთქვამ ერთადერთ წუხილს, რომ სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა ალბათ გაურთულებს ჩვენს დიასპორას მონაწილეობას. პირადად მე ძალიან ბევრს ვმუშაობ, რომ დავუკავშირდე დიასპორებს და გავაგებინო, რამდენი ხანია, რაც მე ვმუშაობ ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე. ვთვლი, რომ დიასპორა უნდა იყოს უფრო აქტიური, რაც არის სახელმწიფოს ინტერესებში. ამიტომ ვწუხვარ, თუ ეს ასე იქნება და გაუძნელდათ მათ არჩევნებში მონაწილეობა.

პირველი არხის ინფორმაციით, თქვა ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა - სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები