არჩევნები 2018

ბურჭულაძე: ვინც ედგა ჭკვიანი ადამიანი ივანიშვილს, ყველა მოიშორა, რადგან სჭირდება მონები

ფაქტიურად, საქართველომ უკვე აირჩია თავისი პრეზიდენტი, ამას უბრალოდ გაფორმება სჭირდება და პრეზიდენტი გვიზის აქ, ბატონი გრიგოლ ვაშაძე. მაგრამ ძაან მოდუნებაც არ შეიძლება, რადგან ძალიან ბევრი წინააღდეგობა მოფიქრებული აქვს ალბათ ბატონ ბიძინას, მაგრამ მე მინდა შეგახსენოთ, რომ როგორ მოახერხა ამ "ქართულმა ოცნებამ", ამ მავნებელმა მთავრობამ, ამ 6 წლის განმავლობაში ამხელა ნდობა დაკარგა. როგორ მოახერხა, რომ მილიონამდე ადამიანი გაიქცა საქართველოდან. როგორ მოახერხა, რომ აღორძინებული ეკონომიკა გააჩერა და უკან დახია. როგორ მოახერხა, რომ ამდენი გაღარიბებული ადამიანია საქართველოში. როგორ მოახერხა, რომ შიმშილობს 150 ათასი ბავშვი ჩვენს ქვეყანაში, როგორ მოახერხა, რომ გადაიმტერა პოლიცია და ჯარი. ამ ყველაფერს, ხომ მოხერხება უნდა? და ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ვინც კი ედგა ჭკვიანი ადამიანი ბიძინა ივანიშვილს, ყველანი მოიშორა, რადგან მას სჭირდება მონები და ამ მონებს ვინც ყავს, უნდათ, რომ გვმართონ ჩვენ. ბოდიში ბატონებო, მაგრამ ჩვენ არ დავემონებით. ზუსტად ეს უთხრა ქართველმა ხალხმა ივანიშვილს და ზუსტად ამიტომ გამოვიდა ატირებული, ერთი წელი მაცადეთო კიდეო და სხვათა შორის ამ ერთ წელიწადში რა იფიქრა იცით, ყველას მიგიჩენთ ადგილსო. 

მე მინდა ვთხოვო "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს, მოხსენით თქვენი კანდიდატურა, ხომ იცით რომ არაფერი არ გამოვა. რატომ ხარჯავთ ამდენ ფულს ქართველი კაცის ნების წინააღმდეგ. მოდით ფონდ იავნანაში და დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს. 

"ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე გორში ამომრჩევლეს შეხვდა, სადაც მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ მათ მიმართა. 

კომენტარები