უშიშროება

ზაქარეიშვილი: ქვეყანას აკონტროლებს უშიშროება, ეს ივანიშვილმაც იცის

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წამოვედი მთავრობიდან. მე ვნახე, რომ იქ არაფრის კეთება არ შეიძლებოდა, ჩემს სფეროში მაინც. კონფლიქტების მოგვარებაში, რელიგიურ უმცირესობებში, ეთნიკურ უმცირესობებში - სრულიად აკონტროლებს სიტუაციას უშიშროება და მე იქ ტყუილად ვიკავებდი ადგილს, ხელფასიც ცოტა იყო და მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ წამოვედი. ძალიან კარგია, რომ ჩავიხედე, დავმშვიდდი, მივხვდი, რომ დიდი ხანი ამ სფეროებში ქვეყანას არ ეშველება და წამოვედი. ამიტომ, მე არაფრით განაწყენებული, პირიქით, ყველაფერი ვნახე და სიმშვიდემ დაისადგურა ჩემში.

უამრავი მაგალითის თქმა შეიძლება [როგორ აკონტროლებდა სიტუაციას უშიშროება], ამაზე შორს წავალთ, მთავარი შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანას აკონტროლებს არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ უშიშროება. რა თქმა უნდა, [ივანიშვილმა იცის, ვინ აკონტროლებს]. მე არაერთხელ... როცა ივანიშვილი და ღარიბაშვილი იყვნენ პრემიერები, მართლა თანამშრომლობდნენ და მომყვებოდნენ და მართლა გულწრფელად გვერდით მედგნენ, მაგრამ კვირიკაშვილთან ყველაფერი ჩამოიშალა ჩემთან მიმართებით, პრინციპში, როცა მივხვდი, რომ არაფერი გამოვიდოდა, მივხვდი - კვირიკაშვილის დროს

ერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები