არჩევნები 2018

ვოლსკი ბანერების ჩანაცვლებაზე: ყველა ეს ადამიანი თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს

საზოგადოებამ უნდა იცოდეს ერთი რამ - სალომე ზურაბიშვილი თავისი საკონსტიტუციო უფლებებით მხარდაჭერილია მმართველი გუნდის მიერ და ყველა ადამიანი, ვინც ბილბორდზე ჩანს, თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს ხვალინდელ დღეზე და მომავალზე პრეზიდენტის ინსტიტუტთან ერთად. ეს არის ამ ბილბორდების მთავარი მესიჯი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს. [...] ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ ყველა, ვინც ბილბორდზე ჩანს, დანარჩენი გუნდი, მათ უკან ვინც დგას, ყველა იზიარებს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად.

საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", გიორგი ვოლსკი ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერების ჩანაცვლებას, სადაც "დამოუკიდებელი" საპრეზიდენტო კანდიდატის სახელი და საარჩევნო ნომერი წერია, ხოლო ფოტოზე ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე ან მამუკა ბახტაძე არიან გამოსახული.

კომენტარები