მამა პეტრე: დროს გონებრივად ჩამოვრჩით და ისევ ძველი აღთქმის მოქალაქეებად დავრჩით

ქრისტიანობას თავად ქრისტიანების აზროვნება აცდა, არაქრისტიანებზე რომ არაფერი ვთქვათ... რელიგია დასჯის ერთგვარ მეთოდს დაემსგავსა... 
ხშირად მოვისმენთ ტერმინებს - "ღმერთი დაგსჯის", "ღმერთი შეგრისხავს", "ღმერთი შურს იძიებს", "ღმერთი განსაცდელს მოგივლენს"... რა გამოდის, ღმერთმაც გულში ბოღმის ჩადება იცის?!

ეს დამახინჯებული წარმოდგენაა სიყვარულზე, სიკეთეზე, აზროვნებაზე, განათლებაზე, თავისუფლებაზე დაფუძნებული რელიგიის შესახებ...

ძველი აღთქმა ორი ათას წელზე მეტია დასრულდა, მაგრამ დროს გონებრივად ჩამოვრჩით და ისევ ძველი აღთქმის მოქალაქეებად დავრჩით... 

ყველაზე თანამედროვე ქრისტე კი მოგვიწოდებს, ვიყოთ თავისუფალი... თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს

წერს მამა პეტრე კვარაცხელია Facebook-ზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები