რუსეთ-საქართველო

კობახიძე: 90-იანების დასაწყისშიც კი არ ყოფილა რუსეთი ისეთი წარმატებული, როგორც ენმ-ის დროს

რუსებს რა მიზნებიც აქვთ საქართველოში, ყველამ კარგად ვიცით, ერთი, მათ უნდათ ნაცმოძრაობის მობრუნება, იმიტომ, რომ არასდროს, რუსეთი ისეთი წარმატებული არ ყოფილა საქართველოში, როგორც ნაცმოძრაობის და სააკაშვილის დროს. რა იყო რუსეთის შედეგი სააკაშვილის დროს - სრულად ოკუპირებული ორი ისტორიული რეგიონი, ასევე წაღებული სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები, მთელი უბედურება, რაც დატრიალდა რუსეთის სასარგებლოდ საქართველოში, მოხდა სწორედ, არსებითად სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, 90-იანი წლების დასაწყისშიც კი, რუსეთი ასეთი წარმატებული არ ყოფილა საქართველოში.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში "რეაქცია".

კომენტარები