მამუკა ბახტაძე

ბახტაძე:ჩვენი რეგიონები უნდა გახდეს სიცოცხლისუნარიანი, განვითარებული

ჩვენი რეგიონები უნდა გახდეს სიცოცხლისუნარიანი, განვითარებული, მათ უნდა ჰქონდეთ მოწესრიგებული პირველადი ინფრასტრუქტურა და რა თქმა უნდა ხელმისაწვდომობა ყველა  სახელმწიფო სერვისზე. მე არა ერთხელ აღმინიშნავს, რომ რეგიონების მოსახლეობისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ისეთი სერვისები, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა და სოციალური ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით ჩვენ თანამიმდევრულად მივდივართ წინ და დღევანდელი დღეც სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა. დღეს წნორში ვხსნით  საზოგადოებრივ ცენტრს, რაც ნამდვილად კარგი საჩუქარია წნორის მოსახლეობისთვის. ეს საზოგადოებრივი ცენტრი უზრუნველყოფს  ზუსტად ისეთივე  ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფას, როგორც ეს ხდება ჩვენს დიდ ქალაქებში. ამავე დროს იქნა გათვალისწინებული თქვენი მოთხვნა და ბევრი ისეთი ფუნქცია აქვს ამ ცენტრს დამატებული, რომელიც თქვენს მოთხოვნებზეა მორგებული.

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე წნორში, საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები