არჩევნები 2018

ივანიშვილი: უცხოელები არიან გაოგნებული იმ სიცრუის ნაკადით, რაც მოდის რუსთავი 2-დან

იმ ძალის ხელწერა,რომელიც დღეს წარმოადგენს ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ოპონენტს, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და კარგად იგრძნობა, ალბათ თქვენც კარგად ხედავთ. მოსახლეობის მობილიზებაა, რომ საბოლოოდ უარი ვუთხრათ ძალადობას და სიცრუეს. 

ექსცესების მცდელობები იქნება ალბათ არჩევნების შემდგომ. ვისი ხელწერაცაა ეს კარგად იცით თქვენ, ვინც დააფუძნა მსგავსი ექსცესები. თქვენი ტელევიზია [რუსთავი 2] იქნება ძალიან გამამაცებული ამაში და მონაწილეც იქნება, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ. მაგრამ მობილიზება მეორე მხრიდანაც არის საკმარისზე მეტი და ნახეთ, რომ პიარსა და სიცრუეს მეორე ტურში ღირსეულად უპასუხა ქართულმა ოცნებამ. ასევე მოხდება დღესაც. მცდელობა იქნება ძალიან დიდი. უამრავ სიცრუეს ყრის რუსთავი 2 გუშინდელიდან მოყოლებული, დღესაც, სირცხვილია, უცხოელები არიან გაოგნებული იმ სიცრუის ნაკადით, რაც მოდის რუსთავი 2-დან. 10-დან 9 შემთხვევაში რუსთავი 2-ზე გაჟღერებული ინფორმაცია სიცრუეა. 

თქვა ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ, რაც სასურველ კანდიდატს ხმა მისცა. 

კომენტარები