არჩევნები 2018

ვაშაძე: ზურაბიშვილს მივულოცავ დაბადების დღეს, შვილების გაბედნიერებას, პრეზიდენტობას კი ვერა

სალომე ზურაბიშვილს დიდი სიამოვნებით მივულოცავ დაბადების დღეს, შვილების გაბედნიერებას, შვილიშვილების გაჩენას, მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა, ჩატარდა კრიმინალური ტერორის, მასთან შეზრდილი კორუმპირებული ბიუროკრატიისა და ოლიგარქის სპეცოპერაცია ტოტალური გაყალბებითა და ტოტალური ზეწოლით. შესაბამისად, ამ არჩევნებს არ ვცნობთ და მის შედეგებს არ ვაღიარებთ. აქედან გამომდინარე, საქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი. პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, ამიტომ პრეზიდენტობას ვერ მივულოცავ.

თქვა "გაერთიანებული ოპოზიციის" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები