მშვენიერაძე: ფაშისტებისთვის ხელის არშეშლით, ხელისუფლება მათ ახალისებს

რატომ არ იღებს ხელისუფლება სათანადო ზომებს სახელმწიფო დაწესებულების შესასვლელის ბლოკირების საწინააღმდეგოდ, რაც (ბლოკირება) აკრძალულია კანონით "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" და არ წარმოადგენს კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის ფორმას? აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლის ბლოკირება ასობით სხვა ადამიანის უფლებებს არღვევს.

როცა სამოქალაქო აქტივისტები კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ, პოლიციის ასეულები დგანან ჩვენ და ზოგჯერ ფიზიკურადაც ხელს გვიშლიან უფლებით სარგებლობაში, ხოლო ნაცისტებს და ფაშისტებს ხელისუფლება თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევს, არის სწორედ მათი წახალისება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე Facebook-ზე წერს. იუსტიციის სახლთან შეკრებილი ქსენოფობიური დაჯგუფება "ქართული მარში" შენობის პიკეტირებას ცდილობს და დაწესებულებაში უცხოელებს არ უშვებენ. პოლიციამ, მათი დაშლის ნაცვლად, კორდონი გააკეთა, რითიც მშვიდობიანი მოქალაქეების იუსტიციის სახლში შესვლის პროცესი გართულდა
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები