დავით კირკიტაძის საქმე

ვაშაძე: რომ გაჩუმდებით მეგობრებო, დათო კირკიტაძის შემდეგ, თქვენთანაც მოვლენ

პირველად ცხოვრებაში ვიყავი პოლიტიკურ პროცესზე, სადაც მოსამართლეს განჩინება უკვე გამოტანილი ჰქონდა და არც დაფიქრებულა, სათათბიროდაც კი არ გასულა. სადაც ორი უტიფარი ტიპი, რომელსაც პროკურორები ჰქვია და რომელიც მარტო ლექსიკით კი არა, სახეებითაც კი ჰგავდნენ ანდრეი ვიშინსკის და რონალდ ფრაისნერს. აი ესენი ისხდნენ იქა და ადამიანს გამოუტანეს განაჩენი. დარწმუნებული იყავით, რომ საქართველოში დაიწყო პოლიტიკური ტერორი და რომ გაჩუმდებით მეგობრებო, მერე დათო კირკიტაძის შემდეგ, თქვენთანაც მოვლენ. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც არის ოპოზიციურად განწყობილი და ფარცხალაძის განსხვავდება აზროვნებით, ეს ადამიანი საფრთხეს უქმნის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას

"ძალა ერთობაშიას" ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე. სასამართლომ დღეს ენმ-ის წევრს დავით კირკიტაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები