ხორავას ქუჩის საქმე

ზაზა სარალიძე: სანამ ეს ხელისუფლება იარსებებს ჭეშმარიტება სრულად ვერ დადგინდება

ხელს აფარებენ მიხეილ კალანდიას, მირზა სუბელიანს, მათ ახლობლებს, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს, პროკურორებს, მიხეილ შაყულაშვილს, ზვიად ფხაკაძეს, ინა გუგუშვილს და სხვებს. პოლიტიკური ნება არ არსებობს, ეშინიათ. დავუშვათ, შოთაძე რომ დაიჭირონ, იმდენი საქმე აქვს გაყალბებული, მოაღებს ალბათ პირს და ილაპარაკებს. ანალოგიურს ვიტყვი გაბიტაშვილზე და ფხაკაძეზე. შვილმოკლული დედა შემხვდა აქ, ქუთაისელი, ინა გუგუშვილის გაყალბებული საქმე არის მისი შვილის მკვლელობა. ამ ხალხის პასუხისგებაში მიცემა ამათ გაუჭირდებათ, ამიტომ ვთვლი, სანამ ეს ხელისუფლება იარსებებს ამ საქმეზე სრული შეჭმარიტება არასდროს არ იქნება დადგენილი. 

გიორგი გახარიას გამოსვლა პარლამენტში დასრულდა, ზაზა სარალიძემ კომენტარი ამის შემდეგ გააკეთა.

კომენტარები