ილია მეორე

ილია მეორე: ჩვენ ხშირად ვიღებთ დახმარებას უფლისგან და მადლობას არ ვწირავთ

დღეს წაკითხული სახარება მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი მადლიერი უნდა იყოს ყოველთვის, არ უნდა დაავიწყდეს მადლიერება ღვთისა, მადლობა ღვთისა. ჩვენ ჩვენს ლოცვაში მხოლოდ ვთქვით, მომეცი უფალო, მილხინე უფალო. ყოველ გაჭირვების ჟამს ჩვენ ვთხოვთ უფალს დახმარებას. დღევანდელი სახარება მიგვითითებს იმის შესახებ, რომ მაცხოვარს შეეგებნენ ათნი კეთროვანნი, ავადმყოფები – იესო, მოძღვარ, შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილნი და მაცხოვარი ეუბნება, წადით და ეჩვენეთ მოძღვარს. ეს წესი იყო, მოძღვარი თუ დაადასტურებდა იმას, ის მორჩენილია, ის თავისუფალი იყო იმ ავადმყოფობისგან, როცა წავიდა მოძღვართან გზაში განიწმინდნენ. ერთი მათგანი დაბრუნდა მაცხოვართან, დავარდა მუხლზე და მადლობა შესწირა უფალს. უფალი ეუბნება, ათივე ხომ განიკურნეთ, ცხრა სადღა არიანო?! ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ამას, ჩვენ ვღებულობთ დახმარებას უფლისგან და მადლობას არ ვწირავთ უფალს. მაცხოვარი ეუბნება, სარწმუნოებამან შენმა გაცხოვნოს შენ. ღმერთმა ინებოს, ჩვენც გვითხრას სარწმუნოებამან შენმა გაცხოვნოს შენ.

საქრთველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქადაგებისას.

კომენტარები