კომიტეტის სხდომა

ჭიჭინაძე კომიტეტზე: შემოგვრეკავენ ნახირივით და ბეჭდებს გვარტყმევინებენ კანონპროექტებზე

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პარლამენტი კი არ არის, რაღაც ფორმალიზმის ბუდედ გადაიქცა ეს ყველაფერი. მაინტერესებს როგორ აპირებენ დეპუტატები მხარის დაჭერა, როცა არც კი აქვთ წაკითხული კანონპროექტი. რას უნდა უყაროთ კენჭი მაინტერესებს. ვინმე გამოვიდეს და ჩამოაყალიბოს რა კითხვები აქვს. არა ის კითხვები, რომლებიც აპარატის მიერ არის მომზადებული და საზეპიროებად არის ქცეული. ვინმე ადგეს და შინაარსობრივად განიხილოს ეს საკითხი. საახალწლოდ ასეთი კანონების მიღება აბსოლუტურად მიუღებელია. ერთადერთი, რაც რჩება არის პროტესტის ფორმა, რომ კვორუმები აღარ შედგეს ამ კომიტეტებში. მართლა რაღაც ნოტარიუსის კანტორად გადაიქცა. შემოგვრეკავენ ნახირივით და მერე ბეჭდებს გვარტყმევინებენ.

უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი და ამჯერად პატრიოტთა ალინსის წევრი დავით ჭიჭინაძე დარგობრივი ეკონომიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე საბაჟო კოდექსის“ დაჩქარებულად განხილვაა აპროტესტებს

კომენტარები