უზენაესი სასამართლო

უგულავა უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებზე: ადეიშვილი დაბრუნდა მთავრობაში?

ადეიშვილი დაბრუნდა მთავრობაში? რამე გამომრჩა? თუ ეს ხალხი დაამტკიცა პარლამენტმა, თანაც უვადოდ, სასამართლო მონსტრების კორპორაციად საბოლოოდ გაფორმდება. აღარც ბიძინა იქნება, აღარც მიშა, არც გრიშა და არც გიგი. ეს მონსტრები კი შთამომავლობას გააწამებენ. ამისთვის ითხოვა ივანიშვილმა ერთი წელი? "ოცნება", ძველი გვარდია, გაიღვიძეთ დეპოში ხართ

ევროპული საქართველოს წევრი გიგი უგულავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატების დასახელებაზე. მარიამ ცისკაძეს, ნინო ქადაგიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, პაატა სილაგაძეს, დიმიტრი გვრიტიშვილს, მერაბ გაბინაშვილს, ნინო სანდოძეს, თამარ ალანიას, გიორგი ტყავაძეს და გიორგი მიქაუტაძეს საბჭო დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.

კომენტარები