უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

გვრიტიშვილი: უზენაესის მოსამართლეობა დიდი გამოწვევაა, მაგრამ გავართმევ თავს

დიდი მადლობა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერისათვის!

ეს დიდი გამოწვევაა, მაგრამ აუცილებლად გავართმევ თავს, არ გავაქარწყლებ ჩემთვის გამოცხადებულ ნდობას, თუ რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი გადაწყვეტს ჩემს გამწესებას საქართველოს უზენაეს სასამართლოში!

ვულოცავ ყველა დასახელებულ კანდიდატს, ვუსურვებ წარმატებას!

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი დიმიტრი გვრიტიშვილი. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს უზენაესის მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა. მარიამ ცისკაძეს, ნინო ქადაგიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, პაატა სილაგაძეს, დიმიტრი გვრიტიშვილს, მერაბ გაბინაშვილს, ნინო სანდოძეს, თამარ ალანიას, გიორგი ტყავაძეს და გიორგი მიქაუტაძეს საბჭო დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.

კომენტარები