კილაძე: ომბუდსმენის ანგარიში რომ რაღაცას ამბობს, არ ნიშნავს, რომ ეს ობიექტური ჭეშმარიტებაა

მე მახსოვს ის პერიოდი, თქვენი ხელისუფლება მოსვლისთანავე ეკლესიებს რომ ანგრევდა. თქვენ რომ ახლა გვიმტკიცებთ, რომ მაშინ უარესად იყო რელიგიის თავისუფლება, ვიდრე ახლა, ეს საზოგადოებამ შეაფასოს თვითონ. ბუნებრივია, მე არ ვამბობ, რომ ჩვენ იდეალურ მდგომარეობაში ვართ და იდეალური სიტუაცია გვაქვს ამ კუთხით, მაგრამ...

[...] სახალხო დამცველის ანგარიში რომ რაღაცას ამბობს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ობიექტური ჭეშმარიტება მაინცდამაინც. ტყუილია, რომ ჩვენ დავთანხმებოდით სახალხო დამცველს კი არა, ვინც არ უნდა იყოს, რომ რელიგიის თავისუფლება ახლა უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე თქვენ დროს. არ გვინდა ახლა მართლა ამ 9 წელზე ლაპარაკი, მაგრამ მე ძალიან კარგად მახსოვს ის კადრები, მაშინ სამწუხაროდ საქართველოში არ გახლდით, ეკლესიებს რო ანგრევდნენ. თქვენი ხელისუფლება როგორ ექცეოდა მათ შორის დედა ეკლესიას, ესეც ძალიან კარგად მახსოვს.

პარლამენტის წევრმა "ქართული ოცნებიდან", ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ ეს განცხადება კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. კომიტეტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ ემზარ კვიციანის კანონპროექტს განიხილავს. კილაძის ეს რეპლიკა "ევროპული საქართველოს" დეპუტატის, სერგო რატიანის მისამართით იყო, რომელმაც თქვა, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში სიტუაცია გაუარესებულია.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები