მაჭავარიანი: თუ პურის ფასი არ გეხება, მაშინ სსრკ ხარ, ხალხს სოციალურ დახმარებას რომ უნიშნავ?

როდესაც ჩვენი მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური ძალის ეკონომიკის მინისტრი ბრძანებს იმას, რომ მე ეს [პურის ფასის ზრდა] არ მეხება და საბჭოთა კავშირში ხომ არ ვცხოვრობო, ესე არ არის. როდესაც 15%-მდე ადამიანს სოციალური დახმარება აქვს დანიშნული, მაშინ საბჭოთა კავშირი ხარ, სოციალურ დახმარებას რომ უნიშნავ? ესე არ შეიძლება ამის გაანალიზება, ადამიანებზე სხვანაირად უნდა ვიფიქროთ

ქართული ოცნების დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი პალიტრანიუსის ეთერში ეკონომიკის მინისტრის განცხადებაზე, რომ პურის ფასი არ რეგულირდება. გიორგი ქობულიამ პურის ფასის ზრდაზე რამდენიმე დღის წინ თქვა - " სახელმწიფო და მთავრობა არ წყვეტენ, რა ეღირება პური, საბჭოთა კავშირი აღარ არის, დაინგრა უკვე".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები