ქართული ოცნება

ბესელია: ყველა, ვისაც არ ეზარება, ბიძინა ივანიშვილის სახელით საუბრობს

ყველა, ვისაც არ ეზარება, მისი [ბიძინა ივანიშვილის] სახელით საუბრობს, მე არ მჭირდება შუამავლები ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და ნუ მელაპარაკებიან მესამე პირით.

გუნდი არის ის, ვინც იცავს იმ ღირებულებებს, რის გამოც, ხალხმა მეექვსედ მოგვცა ხმა და ეს არ იყო ადვილი ამ არჩევნებზე. ფასეულობებს თუ დაშორდები, დაშორდები ხალხს, ხალხს თუ დაშორდები, დაემსგავსები იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის შესაცვლელად ბევრი ვიბრძოლეთ ჩვენ და ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილის როლი ნამდვილად დიდია

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია TV პირველის ეთერში, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელმაც თქვა - "ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი და არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას".

კომენტარები