ქართული ოცნება

ბესელია მოსამართლეებზე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სია არ დამტკიცდეს

ეს სია უნდა გაიწვიოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკან. ეს სია კიდევ პარლამენტში დევს რატომღაც, ამ სიას პარლამენტში ექნება უდიდესი წინააღმდეგობა, ამაში დარწმუნებული ვარ, მეც და ჩემი მეგობრებიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სია არ დამტკიცდეს. იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებით [წარდგენილი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნით] ქართულ მართლმსაჯულებას სამართლიანობის და დამოუკიდებლობის გარანტიებს მოვუკლავთ. ამიტომ, სია გაიწვიონ უკან

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია TV პირველის ეთერში, უზენაეს სასამართლოში დასანიშნ მოსამართლეებზე.

კომენტარები