დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ბესელია: დარწმუნებული ვარ, ვიცე-სპიკერის თანამდებობის შემოთავაზება ​კობახიძისგან მოდის

მე ძალიან ფრთხილად ვეკიდები იმ ფაქტებზე საუბარს, რაც არის შიდა საუბრის თემები იმიტომ რომ არ გამოვირჩევი და არ ვარ იმ ადამიანად ცნობილი, რომელსაც უყვარს კულუარულ თემებზე საუბარი. შეიძლება ყველაფრის დრო მოგვიანებით მოვიდეს და დეტალებზე შემდეგში ვისაუბრო, მაგრამ მე არ მინდა შევეხო ისეთ თემებს, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საფუძველი. თავად ეს იდეა, რომ ვიცე-სპიკერის ერთი ვაკანსია არსებობს, რომელიც გამოუყენებელია და ესეთი შეთავაზება გაეკეთებინათ ჩემთვის. ეს რა თქმა უნდა მე დარწმუნებული ვარ და ესეც ვიცი, რომ ირაკლი კობახიძესგან მოდის, თუმცა ის ალბათ მარტო არ იყო ამ იდეის მოფიქრების დროს. უბრალოდ ეს იყო მცდელობა, რომ ჩემი კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლის რაღაცა მომხიბვლელი გზა ეჩვენებინათ, რაზეც მე მაშინაც გამეღიმა და ვთქვი რომ მე ა მაინტერესებს თანამდებობები. მე კომფორტისთვის პოლიტიკაში არ მოვსულვარ და ჩემთვის ეს არ არის საინტერესო. მე ვთქვი, რომ მზად ვარ წავიდე პოლიტიკიდან, წავიდე სახლში. არათუ თანამდებობა დავტოვო, არაფერი არ მჭირდება ამისთვის. მაგრამ უნდა ვიყო დარწმუნებულითქო, რომ ეს სამართლიანობის იდეას არ გაამრუდებს და კომიტეტს არ ვტოვებთ ჩვენ, მაგალითად, ზარდიაშვილის ხელში. 

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია TV პირველის ეთერში

კომენტარები