უზენაესი სასამართლო

ჩუგოშვილი: თუ ჩავთვლი, რომ ჩემს მუშაობას ეფექტი არ აქვს, პარლამენტში ყოფნას აზრი არ ექნება

ის, რომ მე ძალიან მკაფიო განსხვავებული პოზიცია მაქვს ამ თემაზე, მე დავაფიქსირე შიგნითაც, ღიადაც, არასაჯაროდაც, დახურულ შეხვედრებზეც. მე ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ამის გამო რამე სერიოზული განხეთქილება გაჩნდა. მე ეს არ მიგრძვნია ჩემთან დაკავშირებით, ცხარე დისკუსიები იყო, მაგრამ ეს იყო ნორმალური დისკუსიები და ამას, ჩემი აზრით, სწორი შედეგი მოჰყვა.

თუ მეკითხებით, პრინიცუპულია თუ არა ჩემთვის სასამართლოს თემა, არის ძალიან პრინციპული, ალბათ, ერთერთი ყველაზე პრინციპული საკითხი, რაც შეიძლება ჩემ წინაშე დადგეს ამ მანდატის საკითხში. მე შემიძლია, ძალიან ნათლად და მკაფიოდ გითხრათ - მე აქ ვარ იმიტომ და სადაც ვმუშაობ, ვმუშაობ იმიტომ, რომ მაქსიმუმს ვაკეთებ იმისთვის, რომ რაღაც პროცესები სწორად წავიდეს, რაღაც რეფორმებს სწორი ხაზები ჰქონდეთ. თუ მე ჩავთვლი, რომ ამას არ ვახერხებ, ჩემს აქ ყოფნას არ აქვს შესაბამისი გავლენა, ეფექტი, ვერ ვახერხებ იმის მიღწევას, რისთვისაც აქ ვარ, ისედაც არ ექნება ჩემს ყოფნას არც პარლამენტში და არც თანამდებობაზე არანაირი აზრი.

ჩემთვის არის სასამართლო ერთერთი წითელი ხაზი

ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი TV პირველის ეთერში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე. მან ასეთი პასუხი გასცა კითხვას - თუ პარლამენტი დაამტკიცებს მიხეილ ჩინჩალაძეს უვადო მოსამართლედ, თავად რა პოზიცია ექნება.

კომენტარები