სალომე ზურაბიშვილი: არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის, რომ მე პრეზიდენტი ვარ

არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის, რომ მე პრეზიდენტი ვარ. ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, თუ მე ვარ პრეზიდენტი და მათი ნდობის შედეგი. სწორედ ამ ნდობის ღირსი უნდა ვიყო მე და ვიქნები ამ ნდობის ღირსი მხოლოდ თუ მე ჩემს კომპეტენციას შევასრულებ და არ გადავალ იმ ზღვარს, რომელიც არ არის პრეზიდენტის კომპეტენცია. 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ჟურნალისტს უპასუხა, რომელმაც უთხრა რომ მისი პრეზიდენტობა "ქართული ოცნების" დამსახურებაა.

კომენტარები