საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მამა შალვა: ეკლესიის მტერ ტაბულასაც არ უკადრია ეთქვა, პატრიარქი მწყემსი კეთილი არააო

ყველაზე დიდი შეტევა არის ჩვენს პატრიარქზე. ომშიც ასე არის, თუ გინდა მტერს ომი მოუგო, მაშინ მისი მთავარსარდალი უნდა დაამარცხო. თუ მთავარსარდალს დაამარცხებ, მერე ჯარის დამარცხება ადვილია. და, თქვენ ხედავთ წლების განმავლობაში როგორ მიმდინარეობს პატრიარქთან მიზანმიმართული ბრძოლა. სამწუხარო, იცით რა არის? რომ ამაში ეკლესიის წევრები, სასულიერო პირები არიან ჩართულები და ამას საუბრობენ. პატრიარქზე ასეთი რამ ჯერ არავის არ უთქვამს. ტაბულა რომ არის, ეკლესიის მტერი, არასამთავრობოები რომლებიც ეკლესიას ებრძვიან, ადამიანები რომლებიც ეკლესიის წინააღმდეგ არიან, მათაც კი არ უკადრიათ ეგეთი რაღაცა, რომ პატრიარქზე ეთქვათ რომ "მწყემსი კეთილი" არ არისო

ქადაგებისას დეკანოზი შალვა კეკელია ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ "ჩემთვის დაინგრა მითი პატრიარქის მწყემსი კეთილობის შესახებ"

კომენტარები