მეუფე პეტრე

მეუფე პეტრე: სინოდის სხდომა დღეები, კვირეები უნდა გრძელდებოდეს, რომ ვინმეს სათქმელი არ დარჩეს

უსამართლობას ჩვენ უნდა ვებრძოლოთ, უზნეობას და ფარისევლობას. ფარისევლობას, რომელმაც ქრისტიანობა ქრისტეს ჯვარცმამდე მიგვიყვანა. აი ეს უნდა იყოს მხილებული. ხომ ხედავთ რამდენი წელი გავიდა და საქართველო დღემდე რა მდგომარეობაშია. რამ მიგვიყვანა ამ აგრესიამდე. უსამართლობამ მიგვიყვანა, რომ სამართლის განცდა არ არის. პირველ რიგში ეკლესიაში უნდა მოხდეს. კანონიკური სამართალი გვაქვს ჩვენ. ამაზე უკეთესი სამართალი არ არსებობს. უნდა დავსხდეთ და ახალ კანონებზე ვიფიქროთ, როგორც ეს დავით აღმაშენებლის დროს მოხდა რუის ურბნისის ძეგლის წერა და დღემდე ამ კანონებით ვმოქმედებთ. ან უნდა მივიღოთ ახალი კანონები და იყოს კანონის უზენაესობა, როგორც უნდა იყოს ერში ისე ეკლესიაში. ან აუცილებლად მივდივართ, ღმერთმა ნუ ქნას და არეულობამდე. სინოდიდან სინოდამდე კათალიკოს პატრიარქი მართავს ეკლესიას დებულების თანახმად და სინოდი, რომელიც მხოლოდ 2-3 საკითხისთვის წელიწადში ორჯერ იკრიბება. თუმდაც ბოლო წლებს თუ გადავხედავთ. მე მიმაჩნია, რომ როცა პასუხგაუცემელი შეკითხვებია, დღეები, კვირეები უნდა გრძელდებოდეს, სანამ არ ამოვწურავთ. არ უნდა დამთავრდეს კრება ისე, რომ ვინმეს დარჩეს სათქმელი. რაცარუნდა გულუბრყვილო იყოს. მითუმეტეს საზოგადოების დიდ ინტერესს თუ იწვევს, როგორიც არის ციანიდის საქმე.  

განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ ტელეკომპანია პირველის ეთერში

კომენტარები