კალაძე: ენმ-ის დამსახურებაა, რა მდგომარეობაშიცაა თბილისი, რადგან გააუქმეს რეგულაციები

2006 წელს, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ კანონში იყო მეხუთე მუხლი, რომლის მიხედვითაც, აკრძალული იყო იმ შენობა-ნაგებობაში შესვლა და ცხოვრება, რომელიც არ იყო ექსპლუატაციაში.

იმ ადამიანებმა, ვინც დღეს გამოდიან და ცდილობენ პოლიტიკურ სპეკულაციებს, 2009 წელს შეიტანეს ცვლილება და ეს მეხუთე მუხლი საერთოდ ამოიღეს. ანუ დღეს კანონით ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ იმ შენობა-ნაგებობებში შესვლა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. ეს გააკეთა იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც არის რუსთავი ორის მფლობელი პარტია და დღეს ჩვენ გვდებს ბრალს, თითქოს ეს არის რაღაც კორუფციული სქემა. ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში.

ამ ხსნის განმავლობაში, რაც ეს ცვლილება გახორციელდა, ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ ეს არის რეალური პრობლემა, გვყავს ათი ათასობით ოჯახი, გვაქვს ათასობით შენობა, რომელიც არ არის მიღებული ექსპლუატაციაში და იქ ჩვეულებრივად, წლების განმავლობაში ცხოვრობენ ადამიანები. ეს ხდება იმ ცვლილების შედეგად, რომელიც ზუსტად ნაციონალურმა მოძრაობამ განახორციელა. მათ ბევრი რეგულაცია აქვთ ამოღებული და შედეგი გვაქვს სახეზე - რა მდგომარეობაშია დედაქალაქი, დამსახურებაა ნაციონალური მოძრაობის, რომ გააუქმეს რეგულაციები, ამოიღეს კანონიდან მნიშვნელოვანი შემაფერხებელი რეგულაციები, რომელიც განსაზღვრული იყო

თბილისის მერი კახა კალაძე დღევანდელ ბრიფინგზე დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კარინა ყენია

კომენტარები