კალაძე: ენმ-მ ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას იმისთვის, რა დღეშიც ჩააგდო თბილისი

სანამ არაკვალიფიციური პოპულისტები თუ მიკერძოებული მედიასაშუალებები პოლიტიკური მოტივით სრულიად უაპელაციო და არაკომპეტენტურ შეფასებებს გააკეთებენ და ასეთ ტრაგედიაში სრულიად უაპელაციოდ გაიშვერენ თითს ვინმესკენ, ურჩევნიათ, კანონმდებლობას ჩახედონ, საკითხში ცოტა გარკვეულ ადამიანებთან მაინც გაიარონ კონსულტაციები ან მოთმინება იქონიონ და დაელოდონ კომპეტენტური უწყებების დასკვნებს. ასევე ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას, თუ რა მდგომარეობაში ჩააგდეს დედაქალაქი წლების განმავლობაში. ზუსტად ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც მაგალითად, ვაკის პარკში გასცა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის უფლება, ვინც კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია გაასხვისა და გასცა სამშენებლო ნებართვა, ვინც სასტუმრო ჰოლიდეის წინ მოედანი გაასხვისა და გასცა მშენებლობის უფლება. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი დედაქალაქის ხიბლი, მომხიბვლელობა და არ მივცეთ ქალაქის გაუბედურების შესაძლებლობა.

20-25 წლის განმავლობაში მართლაც ძალიან მძიმე შედეგი დადგა ქალაქში. ყველა ვხედავთ და ყველა ვაცნობიერებთ, რომ არავისთვის არ არის მისაღები ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში. შესაბამისად, მე ამ პროცესში, ცვლილებებში, კანონმდებლობის გამკაცრებაში მაქვს თითოეული თბილისელის იმედი, მათი მხარდაჭერის და თანადგომის იმედი, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ მოვაგვაროთ ის ყველა აქტუალური პრობლემა და ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც აწუხებს თბილისს და თბილისელებს. იყავით დარწმუნებული იმაში, რომ თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ არსებული სიტუაცია, რაც წლების განმავლობაში ფუჭდებოდა, გამოვასწოროთ და ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე მოწესრიგებული, კომფორტული, გამართული, ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს და ამ ყველაფერში თქვენი მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი

თბილისის მერი კახა კალაძე დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი მასხულია

კომენტარები