დავით უსუფაშვილი

უსუფაშვილი: იმ სტანდარტმა დაიწია, რომელსაც ივანიშვილი ადამიანებთან ურთიერთობაში იყენებდა

შესამჩნევად დაიწია იმ სტანდარტმა, რომელსაც ივანიშვილი იყენებდა ადამიანებთან ურთიერთობაში. რას მოითმენდა ის თავისი ერთგული ხალხისგან თქვათ, 5 წლის წინ და რას იტანს ის დღეს, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ერთგული ხალხი იმდენად სჭირდება, რომ პრაქტიკულად ყველაფერზე თვალის დახუჭვისთვის არის მზად. თუ ფარცხალაძეს ეხება საქმე, მერე რა მოხდა, ვიღაცას შეიძლება ცოტა ცემა კიდეც, მერე რა მოხდა, მიეხმარა საქმის მოგვარებაში. ჩემიანებს ვაპატიებ ყველაფერს, მაგრამ ვიღაცას, ვისაც შესაძლოა ბოლომდე ჩემიანობის სურვილი არ ჰქონდეს, დავსჯი და ეს სამაგალითო იყოს ყველასთვის. 

ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა "ნიუსრუმის" ეთერში თქვა.

კომენტარები