ევროპული საქართველო

უგულავა: კალაძეს ვურჩევდი, გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდან, ნუ მეზომება, ნუ მეტოლება

იმის ნაცვლად, რომ [კახა კალაძემ] გადადოს ყოველგვარი კინკლაობა და ვიფიქროთ ამ პრობლემის დღევანდელ, ახლანდელ რეალობაში მოგვარებაზე. ამის გამოსავალი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ზეპარტიული ფონდის ჩამოყალიბება, რომელიც მეც, მასაც, ყოფილ მერებსაც და თქვენც, საზოგადოების თითოეულ დაინტერესებულ პირს მისცემდა შესაძლებლობას, ვიმუშაოთ, ფული შევაგროვოთ, აქ ცალკე ესაუბროს ინვესტორს.

მე კალაძეს ვურჩევდი, რომ გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდან, ნუ მეზომება, ნუ მეტოლება, თუ რამე კარგს გააკეთებს, მე მხოლოდ გამიხარდება, უბრალოდ, რასაც აკეთებს, თბილისისთვის, თბილისის მერისთვის შეუფერებელია ის, როგორც იქცევა და როგორც ლაპარაკობს. სხვა არ ვიცი, კალაძე რომ კორუფციაზე დაიწყებს ლაპარაკს, უბრალოდ, სირცხვილია

ევროპული საქართველოს წევრმა, თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ, თბილისის მოქმედ მერს, კახა კალაძეს, უპასუხა. კალაძემ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე საუბრისას თქვა, რომ უგულავა არის მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს მერი

კომენტარები