პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება

ბოკუჩავა: უნდა დასრულდეს ხელისუფლება, რომელიც პოლიტიკოსებს პირადი ცხოვრებით აშანტაჟებს

პირადი ცხოვრებით მანიპულირება ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ხელისუფლება, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით/ინფორმაციით მართავს ან აშანტაჟებს პოლიტიკოსებს ან საზოგადოების სხვა წევრებს, უნდა დასრულდეს. [ბიძინა] ივანიშვილისთვის ეს რუსეთში ნასწავლი და პუტინისთვის ჩვეული მართვის მეთოდია, ადამიანების კონტროლის, მათი დაშინებისა და მართვის. 

ეს ბინძური მეთოდი მიუღებელი იყო გუშინ, მიუღებელია დღეს და მიუღებელი იქნება ხვალ, რაოდენ მწვავედ პერსონალურად თუ პოლიტიკურად დაპირისპირებულ პირს არ უნდა შეეხებოდეს ეს. ეს ჩვენ ყველას გვეხება და ამას ჩვენ არ შევეგუებით! მოვითხოვთ, სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას კანონის სრული სიმკაცრით

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა ქართული ოცნების დეპუტატის, ეკა ბესელიას, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების სავარაუდო გავრცელებას ეხმაურება

კომენტარები