წულუკიანი: ბილწსიტყვაობა თუ შეიზღუდა, ყველას მოგვიწევს, წავიდეთ ციხეში
“
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პირველი არხის გადაცემაში "კვირის ინტერვიუ", პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე, რომ ბილწსიტყვაობა და სიძულვილის ენა უნდა შეიზღუდოს.
მე არ მსმენია, ვინმე ამბობდეს, რომ ბილწსიტყვაობა უნდა შეიზღუდოს, არ ვიცი. ბილწსიტყვაობა თუ შეიზღუდა, ყველას მოგვიწევს, წავიდეთ ციხეში. ამიტომ, ალბათ ბილწსიტყვაობა გამოხატვის თავისუფლებით უნდა დარჩეს დაცული. თუმცა, ყველანი აღზრდილები ვართ, ასე ვთვლით, ალბათ, მშობლები გვასწავლიან და...
მე არ მგონია, რომ ბილწისტყვაობა, თუ არ არის ხულიგნობა, როგორც ახასიათებს შესაბამისი სისხლის სამართლის ნორმა ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში არ გადადის, უბრალოდ, რომ ახლა მე და თქვენ რომ უცებ შლეგები გავხდეთ და ღია ეთერში ბილწსიტყვაობა დავიწყოთ, ეს, რა თქმა უნდა, მოსაწონი არ იქნება, ვის მოეწონება. ალბათ, უნდა მოგვხედოს ბატონმა სერგეენკომ, მაგრამ არა ბატონმა თადუმაძემ, მე ასე ვფიქრობ...
”
მოკლე ბმული:
კომენტარები