გამოცდების გაუქმება

გაბაშვილი: გამოცდების სისტემის მოშლა სურთ, რომ ბიუჯეტის ფული დაიძრას იქით - სადაც საჭიროა!

უნარების გამოცდას არ აქვს არაფერი საერთოო შემდგომში სწავლის უნართანო - ეს ტყუილია. აქვს. პირდაპირი კორელაციაა. ყველაზე წარმატებული განათლების სისტემა მსოფლიოში ტყუილად არ იყენებს SAT გამოცდას ადმიშენის მთავარ კომპონენტად. თუ რეპეტიტორების საკითხი გვაწუხებს, მე 12 კლასში შემოვიღოთ ტესტის ფორმის გაცნობითი კურსი. მაგრამ ეს არ არის ზოგიერთი ,"ექსპერტის" მთავარი წუხილი. გამოცდების ერთიანი სისტემის და ვაუჩერული დაფინანსების მოშლა უნდათ, რომ საბიუჯეტო და "საგამოცდო" ფული ისევ უხვად დაიძრას იქეთ - სადაც საჭიროა! რეპეტიტორები მერე ნახეთ - თან რეპეტიტორები, რომლებიც კომისიის წევრებად იქცევიან ზაფხულობით. ეს უკვე გავიარეთ. ასე რომ - 100% კარგი ინიციატივა გაქვს სერგი კაპანაძე.

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი გაბაშვილი ეხმაურება განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, 2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება. კონკრეტულად კი, უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში, თავად დაამატონ საკუთარი პროგრამის რელევანტური გამოცდა, მათ შორის ზოგადი უნარები

კომენტარები