დეკანოზი მამალაძის საქმე

მეუფე პეტრე დეკანოზ მამალაძეზე: 2 წელია გვყავს უდანაშაულო პატიმარი მღვდელი, ცრუ ბრალდებით

ზუსტად ორი წლის თავზე, ვიტყოდი, რომ ზუსტად ორი წელია, საუბედუროდ, საქართველოში გვყავს უდანაშაულო პატიმარი მღვდელი, აბსურდული, ცრუ ბრალდებით. პასუხისმგებლობას ვაკისრებ ხელისუფლების სამივე შტოს და ასევე, პასუხისმგებლობა ეკისრება კათოლიკოს-პატრიარქს მისი გარემოცვით

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე. დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების მოთხოვნით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან მისი ოჯახის აქცია მიმდინარეობს.

კომენტარები