დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ძიძიგური: ძალიანაც კარგია თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ შენარჩუნდება

ძალიანაც კარგია თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ შენარჩუნდება. კონსტიტუცია ჩვენ უკვე მივიღეთ და სულაც არ ვართ კონსერვატორები მომხრე, რომ კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობა იყოს კიდევ დატოვებული. არ გვინდა. თამაშის წესებზე უკვე შევთანხმდით, ყველა მივეჩვევით, რომ ერთიანი თამაშის წესებით ვითამაშებთ ყოველთვის და ეს არის კარგი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის, პოლიტიკური განვითარებისთვის

ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური. ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა ბექა ნაცვლიშვილმაც დატოვა. მისი გადაწყვეტილების შედეგად, ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

კომენტარები