გოცირიძე ოცნებიდან დეპუტატების წასვლაზე: მიდიან კობახიძის ოპოზიციაში და არა ივანიშვილის

დეპუტატების მხრიდან უმრავლესობის დატოვების პროცესმა მიიღო სასაცილო ფორმა. ყველა ტოვებს ცალცალკე და განცხადებებსაც არა ერთად, არამედ ცალკე აკეთებენ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ისინი პოლიტიკურ ცხოვრებას ერთად ვერ გააგრძელებენ. საბოლოო ჯამში, მათი პოზიცია არის ის, რომ ისინი მიდიან ირაკლი კობახიძის ოპოზიციაში და არა ივანიშვილის. საკონსტიტუციო უმრავლესობა დაიშალა არითმეტიკულად, მაგრამ არ დაშლილა ივანიშვილისთვის. ეს ხალხი მიდის გუნდის ერთი ნაწილის ოპოზიციაში, მაგრამ ისინი რჩებიან ივანიშვილის ერთგულად. ანუ ივანიშვილი კვლავ აკონტროლებს პარლამენტს და ნებისმიერ დროს ეს ხალხი ჩადგება მის ერთგულ სამსახურში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ქართული ოცნების უმრავლესობიდან დეპუტატების წასვლის შესახებ.

კომენტარები