დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ბახტაძე უმრავლესობიდან წევრების გასვლაზე: ეს არის პლურალიზმი, ეს არის ჩვენი მონაპოვარი

უპირველეს ყოვლისა, მინდა, დავადასტურო ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა ჩვენი გუნდის თითოეული წევრის მიმართ. მე ვარ დარწმუნებული, რომ ის იდეალები, რომლებიც ჩვენ გვაერთიანებს, რისთვისაც ჩვენ მივიღეთ საზოგადოების მხარდაჭერა 2012 წელს, ეს დემოკრატიის კონსოლიდაცია აუცილებლად წარმატებით შესრულდება, ვინაიდან სწორედ ეს ფასეულობა გვაერთიანებს ჩვენ, თითოეულ ჩვენგანს. მე ვფიქრობ, რომ პლურალიზმი არის ჩვენი გუნდის მონაპოვარი. მე წინა მთავრობის სხდომაზეც აღვნიშნე, რომ ჩვენ შევცვალეთ მოდელი საკონსტიტუციო მოწყობის და ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა. შესაბამისად, რაც ხდება, მე სწორედ განვიხილავ ამ კონტექსტიდან. ეს არის პლურალიზმი, ეს არის ჩვენი მონაპოვარი, ეს არის დემოკრატიის ძალიან ბუნებრივი პროცესი და მე ამაში არაფერ ტრაგიკულს ნამდვილად არ ვხედავ. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი უმრავლესობა, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს პარლამენტში და ბუნებრივია, ეს ასეც გაგრძელდება

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომაზე პასუხობს ჟურნალისტის კითხვას ქართულ ოცნებაში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ

კომენტარები