სამადაშვილი გვენეტაძეს: აქ დარჩებით იქამდე, სანამ პასუხს არ გასცემთ ყველა ჩვენს კითხვას

ბატონო კობა, მე არ მესმის, თქვენ ვერ ხვდებით, სად იმყოფებით ახლა? იმყოფებით ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ორგანოში და ეს საუბრები ხალხის არჩეულ წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ, გაერკვიონ, რა ხდება ჩვენს სახელმწიფოში, როდესაც თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი უწყება გამოიყენება, როგორც ჩანს, საჯარო და სახალხო ინტერესების წინააღმდეგ და ამიტომ, ვალს კი ნუ გვადებთ, აქ რომ ხართ, მადლობა გვითხარით, რომ შესაძლებლობას გაძლევთ, აუხსნათ საზოგადოებას, რა ხდება ჩვენს თავს. კომიტეტის მუშაობის ფორმატი არსებობს სხვადასხვა. ამიტომ, ახლა ძალიან გთხოვთ, საზოგადოებას ნუ შეიყვანთ შეცდომაში, რომ ფორმატი არ მოგცემთ შესაძლებლობას, გასცეთ პასუხი ჩვენს ძალიან მწვავე შეკითხვებს. იმიტომ, რომ თუ არსებობს ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ არ შეგიძლიათ რომ თქვათ, ასევე არსებობს დახურული ფორმატი. ჩვენ შეგვიძლია, დავხუროთ სხდომის ნაწილი, მაგრამ სანამ ყველა შეკითხვას არ გასცემთ პასუხს, რომელიც ჩვენ დაგვიგროვდა და საერთოდ რომ განიხილავდით, რომ აქ არ მოსულიყავით, ეს აჩვენებს იმას, რომ თქვენ საერთოდ ვერ აცნობიერებთ, რა პოზიცია გიკავიათ და ვის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული. ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე კი არ ხართ, არამედ პარლამენტის წინაშე, რომელიც არის გამტარი რგოლი ქართველი ხალხის, რომელიც გიხდით ხელფასს და ბიძინა ივანიშვილს დაქვემდებარებული ვიღაც საჯარო მოხელე კი არ ხართ. ქართველ ხალხს და სახელმწიფოს უნდა ემსახუროთ და ამასთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ კითხვები. ასე რომ, ძალიან გთხოვთ, ტონი შეარჩიეთ, აქ დარჩებით იქამდე, სანამ პასუხს არ გასცემთ ყველა ჩვენს შეკითხვას და ეს შეკითხვები იქნება ყველა იმ საკითხზე, რომლებიც ჩვენთვის და ქართველი ხალხისთვის არის საინტერესო და არა ის, რომელიც თქვენ გინდათ, რომ აქ დაისვას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიმართავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს. პარლამენტში TBC ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ირგვლივ დისკუსია იმართება, რომელსაც სებ-ის პრეზიდენტთან ერთად TBC ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც ესწრებიან.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები