ბაქრაძე TBC-ზე: ორკესტრირებული თავდასხმა ამ ქვეყანაში მხოლოდ ივანიშვილს შეუძლია

ამ ქვეყანაში არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ორკესტრირება ეროვნული ბანკის, საპარლამენტო უმრავლესობის, პროკურატურის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, მთავრობის... ანუ ყველა ინსტიტუტისა და სახელმწიფო უწყების, რომელიც ჩართულია TBC ბანკის საქმეში. ასეთი ადამიანი ქვეყანაში მხოლოდ ერთია და ბანკის დამფუძნებლებმა ეს არ განაცხადეს, მაგრამ მე ვერ ვხედავ სხვა ვარაუდის საფუძველს გარდა იმისა, რომ ეს შეტევა გახლავთ პირადად ბატონი ივანიშვილის ინტერესი. მე არ მიყვარს კონსპირაციის თეორიები, მაგრამ საზოგადოება ხედავს მართლაც ორკესტრირებულ შეტევას და ამ ქვეყანაში ამდენი ინსტიტუტის ასე კოორდინირებული ქმედება შესაძლებელია მხოლოდ ერთი კაცის პოლიტიკური ნების შემთხვევაში

ევროპული საქართველოს დეპუტატს, დავით ბაქრაძეს, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ვის შეიძლება, გულისხმობდეს TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, როდესაც ამბობს, რომ ის და ბადრი ჯაფარიძე ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლები არიან

კომენტარები