გიორგი მამალაძის საქმე

მეუფე გრიგოლი: პატრიარქი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობის საკითხის აღძვრას ემხრობოდა

რამდენადაც მე ვიცი, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით თუ ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური შეკრება არ ყოფილა, მსჯელობა არ ყოფილა ასეთი, მაგრამ ბუნებრივია, რომ ჩვენ როცა ვხვდებით სასულიერო პირები, განსაკუთრებით მღვდელმთავრები, ვსაუბრობთ ამ თემებზე და ჩვენს გულისტკივილს, ჩვენს აზრებს გამოვთქვამთ, შეიძლება მთლად არ ემთხვეოდეს ჩვენი აზრები ერთმანეთს, მაგრამ მე ნამდვილად ვიცი, რომ ეს მზაობა, რომ აღძრულიყო მამალაძის შეწყალების შუამდგომლობის საკითხი, ნამდვილად ვიცი, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ამის მომხრე იყო, ამ შუამდგომლობის აღძვრის საკითხთან დაკავშირებით ძალიან დადებითი დამოკიდებულება გამოხატა, თუმცა, მე ვერ ვიტყვი, კომენტარს ვერ გავაკეთებ, რა გახდა დღევანდელი ამ განცხადების მიზეზი, თუმცა, ეს მდგომარეობა რომელიც ამ საკითხის ირგვლივ განვითარდა და დღემდე ვითარდება, უნდა ვთქვა, რომ მთლად სასურველ და ჯანსაღ ფონს არ ქმნის

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი TV პირველის ეთერში. აქვე შეგახსენებთ, რომ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქო პატიმრის შეწყალების შუამდგომლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აყენებს, თუ მსჯავრდებული "თავის წილ დანაშაულს" აღიარებს.

კომენტარები