ქართული ოცნება

წიკლაური ღარიბაშვილზე: ასეთი ვაჟკაცური პოლიტიკოსის გამოჩენა ნამდვილად შეცვლის სურათს

ისეთი ვაჟკაცური პოლიტიკოსის, პირდაპირი პოლიტიკოსის, აქტიური, ენერგიული პიროვნების გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია, ვფიქრობ, რომ ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად შეცვლის სურათს. ქართული ოცნებიდან მისი წასვლა, მე ვფიქრობ, რომ არ იყო მთლად გამართლებული. ვერ გეტყვით, რომ ქართული ოცნება კრიზისშია, თუმცა რაღაც შეჭირვება ნამდვილად არის და ამ შეჭირვების პროცესში ისეთი ადამიანების ჩართვა, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია, ვფიქრობ, რომ რაღაც გარკვეულ დადებით როლს ითამაშებს

ინტერპრესნიუსის ცნობით, ქართული ოცნების ყოფილი და პატრიოტთა ალიანსის ახალი წევრი მირიან წიკლაური ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე. ყოფილი პრემიერმინისტრი ქართული ოცნების პოლიტიკურ მდივნად დაინიშნა.

კომენტარები