სასამართლო რეფორმა

ღარიბაშვილი: მურუსიძე პარტიამ დანიშნა? არც ერთი მოსამართლე არაა ქართული ოცნების საკუთრება

ვინ დანიშნა [ლევან მურუსიძე] პარტიამ დანიშნა? მე არ მინდა, გვარებზე ვისაუბრო, მე არავის ადვოკატი არ ვარ, ერთი რამ შემიძლია ვთქვა - ყველა ის ადამიანი, საჯარო მოხელე, რომელიც სწორ სახელმწიფოებრვ პოზიციას გაატარებს და იქნება ჩვენი ქვეყნის სამსახურში, ჩვენ ამ ადამიანებს უნდა მოვუფრთხილდეთ.

არ არის არც ერთი მოსამართლე ქართული ოცნების კუთვნილება, არც ბიძინა ივანიშვილის, რეალურად, დღეს მიმდინარე პროცესი არის გზა სასამართლოს საბოლოო დამოუკიდებლობამდე

ყოფილი პრემიერმინისტრის, ამჟამად ქართული ოცნების პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ნებისმიერი მოსამართლე, რომლის ჩართულობა, მონაწილეობა, თანამონაწილეობა მძიმე საქმეში დასტურდება და არსებობს ლეგიტიმური კითხვები საზოგადოების მხრიდან, ჩემი პოზიცია არის მარტივი - ამ კითხვებზე ყველაფერზე უნდა იყოს ამომწურავი პასუხი გაცემული". როგორც მან TV პირველის ეთერში აღნიშნა, საზოგადოების არც ერთ ფენას არ დარჩეს განცდა, რომ "აქ რაღაც ისე არ არის". 

კომენტარები