ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: ძალაუფლება და ხელისუფლების მანდატი ეკუთვნოდა და ეკუთვნის ბატონ ბიძინას

მე ვიმუშავე და შემიძლია ვთქვა, რომ ღირსეულად ვატარე ის მანდატი, რომელიც გადმომეცა მისგან [ბიძინა ივანიშვილისგან], იმიტომ, რომ რეალურად, ის ძალაუფლება და ის მანდატი ეკუთვნოდა მას და ეკუთვნის მას, ეს ავიწყდება ყველას და ყველაში ვგულისხმობ ყველას. ყველას ვგულისხმობ... 

არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ეს მანდატი, ხელისუფლების მანდატი ეკუთვნის და ეკუთვნოდა ბატონ ბიძინას, რომელიც გადმომეცა შემდგომ მე, მისი პოსტიდან წასვლისას და 2 წელი, რაც პრემიერმინისტრი ვიყავი, ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეულად ვატარე და ვმართე ეს მანდატი. და როცა გადაწყდა, რომ მე უნდა გამოვსულიყავი პოლიტიკიდან, ასევე ღირსეულად გადავაბარე ჩემს შემდგომს

ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი TV პირველის ეთერში.

კომენტარები